საქველმოქმედო აქცია – „ღია კარის დღე“ დუშეთში

2013 წლის 27 აპრილს, დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ერეკლე ტრიპოლსკის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თსსუ–ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორგანიზებით ჯეო-ჰოსპიტალის  დუშეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია -  "ღია კარის დღე".

საქველმოქმედო აქცია ითვალისწინებდა ბავშვებისა და მოზარდებისათვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდა 129 ბავშვსა და მოზარდს.

კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგმა სპეციალისტებმა: ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ნანა გელაძე; ბავშვთა სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელმა,  პროფესორმა მანანა ჟვანია; ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა დეპარტამენტის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორია; ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ; ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა,   პროფესორმა რამაზ კუტუბიძე; ბავშვთა სნეულებათა მიმართულების ასისტენტ – პროფესორმა ეკატერინე უბერმა; აკადემიურმა დოქტორმა  მედიცინაში თემურ ჟვანია; ექიმმა-ტრავმატოლოგმა თამაზ გაბუნიამ; ექიმმა-რადიოლოგმა შალვა წინწკალაძემ; ექიმმა–ოფთალმოლოგმა მანანა კოლაშვილმა;  ბავშვთა ენდოკრინოლოგებმა, ექიმ-რეზიდენტებმა: მარიამ ფხალაძემ და ნინო ჯინიყაშვილმა; ოტო–რინო–ლარინგოლოგმა იოსებ მაჭავარიანმა; ყბა-სახის ქირურგმა დავით ჯმუხაძემ; ბავშვთა ქირურგებმა: ნუკრი შალამბერიძემ  და  ალექსანდრე  ბერუაშვილმა.

საქველმოქმედო აქციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის რექტორის მოადგილე  გიორგი აბესაძე და დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი.

მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც განხორციელდება.