ინოვაციური მედიცინის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი

2019 წლის 26 ივნისს „ინოვაციური მედიცინის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში, გამოცხადდა ორი კონკურსი.

IMI2 – Call 18 კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას; ჯანმრთელობის შესახებ სანდო და შესატყვისი ინფორმაციაზე წვდომას; და ჯანდაცვასა და კიბოს კლინიკური კვლევებში პაციენტთა მოსაზრებებისა და გამოცდილების ინკორპორაციის გზების დადგენას.

IMI2 – Call 19 კონკურსის მიზანია, თანამედროვე მკურნალობის მეთოდების (advanced therapies) გამოყენებით, ხელი შეუწყოს იშვიათი დაავადებების უახლოესი მეთოდებით მკურნალობაზე მიმართული კვლევების აქსელერაციას და ხელი შეუწყოს კიბოსთან საბრძოლველად T- უჯრედების ინჟინერიის განვითარებას.

IMI2 – Call 18 კონკურსი ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე საპროექტო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 26 სექტემბერი, 2019; მეორე ეტაპზე – 26 მარტი, 2020.

IMI2 – Call 19 კონკურსზე საპროექტო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 26 სექტემბერი, 2019.

კონკურსში მონაწილეობის წესებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „ინოვაციური მედიცინის ინიციატივის“ საკონტაქტო პირს – მაია რუხაძეს (მობ: +995577495995; ელ-ფოსტა: maiarukhadze@gmail.com) .