რეზიდენტების/მაგისტრანტების და დოქტორანტების საყურადღებოდ!

,,ერასმუს +’’ პროგრამის ფარგლებში თსსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს საგრანტო კონკურსს  ჩესტერის უნივერსიტეტში (University of Chester), დიდი ბრიტანეთი მობილობის მოსაპოვებლად.

მობილობის ხანგრძლივობა: რეზიდენტები/მაგისტრანტები - 5 თვე; დოქტორანტები- 10 თვე.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე –(ორმხრივი მგზავრობის ანაზღაურება და  ყოველთვიური  სტიპენდია).

სტიპენდიანტთა  შესარჩევი   პროცესი:

დოკუმენტაციის  შემოწმება და გასაუბრება შესარჩევ  კომისიასთან იწარმოებს თბილისის სახელწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ა/წ 25 ივლისს,  16:00 სთ–ზე (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის  N 418 ოთახი);

 შერჩეულ პირებთან მოხდება  SKYPE -გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს  ჩესტერის უნივერსიტეტის კოორდინატორი;

სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გაიგზვნოს  ერაზმუსის ინსტიტუციური კოორდინატორის ნინო კანდელაკის  ელექტრონულ მისამართზე–  n.kandelaki@tsmu.edu

სააპლიკაციო   დოკუმენტაციის   ჩამონათვალი:

1. პასპორტი;

2. ცნობა რეზიდენტის/მაგისტრანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);

3. CV(ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი  გვერდი);

4. სამოტივაციო  წერილი (ინგლისურ  ენაზე, არაუმეტეს  ერთი  გვერდი);

5. ენის  ცოდნის  დამადასტურებელი  დოკუმენტი (IELTS, ჯამური ქულა არანაკლებ 6,5-ისა, ცალკეულ კომპონენტში შეფასება - სულ მცირე 5,5);

6. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიბმული ფაილი); მიაქციეთ ყურადღება, რომ შესაძლებელია მინიმუმ 3, ხოლო მაქსიმუმ-4 მოდულის არჩევა. 

სააპლიკაციო ფორმა: