„სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ

2013 წლის 24 მაისს,  თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში  ჩატარდა  „სტუდენტური დღეები 2013  ნარკომანიის წინააღმდეგ"  დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი.

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში:

სპორტი

ბილიარდი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:

 ხატია ეჟიაშვილი (რეზიდენტი);

 გიორგი კორძაია (მაგისტრი).

 

ხელოვნება  და ინტელექტუალური მიმართულებები:

 საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი  -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლი;

ყველაზე მხიარულები და საზრიანები  - „კოზა ნოსტრა" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

 ყველაზე კრეატიული წარმოდგენა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დადგმა;

ყველაზე ორგანიზებული გულშემატკივარი  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ყველაზე აქტიური უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ჟიურის სიმპატია – დებატები: „ნარკომანია დანაშაული თუ ავადმყოფობა“– რევაზ ლაშქარაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი III კ.), მაია კაპანაძე (მედიცინის ფაკულტეტი  IVკ.), ნინო ბეროზაშვილი (ფარმაციის ფაკულტეტი  IIკ.).

 კონცერტის დასასრულს ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.  მინისტრმა  პროექტის ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს მიულოცა წარმატება.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე და თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის  მოადგილე ბადრი მაჭავარიანი.