შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან

2013 წლის 24 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრას  ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი  მამუკა ბერიაშვილი,  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი,  ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, კანცლერი  ზურაბ ორჯონიკიძე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგელი – მინისტრის მრჩევლის თანაშემწე  ქეთევან  რჩეულიშვილი, თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და  სტუდენტები.

შეხვედრაზე მინისტრის მრჩეველმა  მამუკა ბერიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სამოქმედო გეგმა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა რეფორმის საკითხებზე, რომლებიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს უმაღლესი განათლების სფეროში, ასევე ისაუბრა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციაზე.

დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.