საზაფხულო სკოლა–სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია სტომატოლოგიის ფაკულტეტზე!

2013 წლის  28 მაისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიმართა, საზაფხულო სკოლა–სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია სტომატოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტებისათვის.

პროგრამის ფარგლებში,  სტომატოლოგიის ფაკულტეტის  IV  კურსის სტუდენტები  2013  წლის 27 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით  სტაჟირებას გაივლიან თბილისისა და რეგიონების წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში.

პროგრამის  მიზანია ხელი შეუწყოს  სტუდენტების პაციენტთან ურთიერთობისა და კლინიკური   უნარ–ჩვევების განვითარებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, სამსონ მღებრიშვილი, დეკანის მოადგილე პროფესორი, ნანა ყიფიანი, კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ციცინო გუგავა, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და ამავე  სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტში მონაწილე კლინიკების, სტაჟირების მიმართულებებისა და ელექტრონული რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ახალი სასწავლო–კლინიკური ბაზების მოძიებისათვის.