თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „OSCE სტომატოლოგიაში“

2013 წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრში (ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია) ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სრულმა პროფესორმა მარინა მამალაძემ ჩაატარა ტრენინგი “OSCE სტომატოლოგიაში".  ტრენინგს ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები: მანანა ივერიელი, თამარ შიშნიაშვილი, ლალი ჯაში, ქეთევან კობახიძე, ნანა ყიფიანი, ნათია საყვარელიძე, ნანა შონია, სოფიო კრავეიშვილი,მაია ფხალაძე, მზია წიკლაური.


ტრენინგი გახსნა აკადემიური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გაიანე სიმონიამ და საზოგადოებას წარუდგინა მომხსენებელი. პროფესორმა მარინა მამალაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა ოდონტოლოგიის დეპარტამენტში სტუდენტის აკადემიური მიღწევების მონიტორინგს და ამ კონტექსტში გააშუქა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის დანიშნულება, როლი და სარგებელი სტუდენტთა სწავლების პროცესში.
პროფესორმა მარინა მამალაძემ აუდიტორიის სამსჯავროზე გამოიტანა “OSCE”–ს ტიპის გამოცდის ჩატარების დინამიკა დეპარტამენტში 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით.
 მომხსენებელმა თვალნათლივ აჩვენა, თუ როგორ იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა გამოცდის ტექნოლოგია, რამდენად უტოლდებოდა იგი საერთაშორისო სტანდარტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის გამოცდა სერიოზულ მატერიალურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს, დეპარტამენტს საამისო საშუალებები აქვს და რაც მთავარია, არის  დეპარტამენტის ყველა წევრის სრული ნება. პრეზენტაცია გამდიდრებული იყო თვალსაჩინო ილუსტრაციებით, რომელიც ფართოდ აშუქებდა
 ოდონტოლოგიის დეპარტამენტში სასწავლო პროცესს, გამოცდის ჩატარების ყველა ეტაპს, საგამოცდო სადგურების დანიშნულებას, სადგურებზე შესასრულებელ საკითხებს და შეფასების კრიტერიუმებს.
მომხსენებელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აკადემიური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ გაიანე სიმონიას, რომელმაც საშუალება მისცა მასთან ერთად წვეოდა ლიდსის სახელგანთქმული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტს და დიდი გამოცდილება შეეძინა.


პრეზენტაციას მოჰყვა მეტად საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროფესორებმა: თამარ შიშნიაშვილმა, მანანა ივერიელმა და ლეილა აწყვერელმა. ვფიქრობთ, თსსუ–ის აკადემიური განვითარების ცენტრის დანიშნულებაც სწორედ ესაა–სწავლებისა და სწავლის პროცესის დახვეწა, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა,პროფესორ–მასწავლებლების მიერ მათი ათვისება და მიღებული ცოდნის ურთიერთგაზიარება.