2013 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “წითელ დარბაზში” ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.
ცერემონიალს ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი ლევენთ მურათ ბურჰანი, ელჩის მეორე მდივანი განათლების სამრჩევლოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი მუჰამეთ იალჩინი, თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი.
2012/2013 სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა დაამთავრა მსოფლიოს 7 ქვეყნის 72 სტუდენტმა (საქართველო, თურქეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, სირია, პაკისტანი, რუსეთი).
კურსდამთავრებულებს, დიპლომთან ერთად გადაეცათ საავტორო მედლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად გადაღებული საიუბილეო ფილმი და წიგნი.
დასასრულს, უცხოელმა სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.