თსსუ–ის შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში

2013 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ის სტუდენტებით დაკომპლექტებული  8 გუნდი: „კატენაჩო“,  „მორგი“, „SD“ „ცენტურიონი“,  „ბილწები“, „ნიგერია“, „აბი“, „თურქეთი“. 

მინიფეხბურთის ჩემპიონატის ფინალურ ტურში  ერთმანეთს  შეხვდნენ  გუნდები: „კატენაჩო“ და  „მორგი“.

თამაში  „კატენაჩოს “ სასარგებლოდ  დასრულდა, ანგარიშით 9:6.

ტურნირში გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციები:

საუკეთესო ფეხბურთელი – თენგიზ სისორდია (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი,  II კურსი);

ტურნირის  ბომბარდირი - გიორგი საღინაძე (მედიცინის ფაკულტეტი, I კურსი);

საუკეთესო მეკარე – რევაზ მანჯგალაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, II კურსი).

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.