„კლასიკური მუსიკის საღამო“

2013  წლის 5 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების სტუდენტებმა „კლასიკური მუსიკის საღამო“ მოაწყვეს.

საღამოში მონაწილეობდნენ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა არაბიძე, შორენა კოჭლამაზაშვილი, ქეთი რამიშვილი, მარიამ ჯაიანი, თორნიკე ლომსაძე, გურამ ნავროზაშვილი, დავით ჯიმშელეიშვილი, ნინო მჭედლიძე, მარიამ მეტრეველი, მარიამ ბეჭვაია, თამუნა ჯაბაური. სტუდენტებმა  შეასრულეს კლასიკოსების:  ჩაიკოვსკის, ბახის,  შოპენის, ლოვლენდის, ვაჟა აზარაშვილის, შტრაუსის, რევაზ ლაღიძის, ლუჩიო დალას, ბელინის, სკრიაბინის, კაჩინის, მოშკოვსკის, გავრილინის საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები.

სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს  გოდერძი  ჩიტაიშვილი.