ჰუმანიტარული აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

2013 წლის  1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში,  ჩატარდა ტრადიციული საქველმოქმედო  აქცია   თბილისის N.202-ე ინკლუზიური სკოლის მოსწავლეთათვის.

აქციის ფარგლებში  სკოლის 25 მოსწავლეს ჩაუტარდა  პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა, გაეწიათ გადაუდებელი პირველადი სტომატოლოგიური დახმარება და მიეცათ შესაბამისი რჩევა-დარიგებები  პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით.

 აქციის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  კომპანიები: "Colgate",  "ბარამბო" და "ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა".  მოწვეულ სტუმრებს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს კლინიკის ადმინისტრაციამ და ექიმებმა.  აქციის მსვლელობისას  N.202-ე ინკლუზიური სკოლის აღსაზრდელებს გაუმასპინძლდნენ საზეიმო ტორტით  და გამაგრილებელი სასმელებით, მოსწავლეებს აქციის მხარდამჭერი კომპანიებისგან გადაეცათ სადღესასწაულო საჩუქრები.

საქველმოქმედო აქცია ტრადიციული ხასიათისაა და თსსუ–ის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში ყოველწლიურად ჩატარდება.