თსსუ–ის შიდა ჩემპიონატი „მან–სან–კანში“

2013 წლის 4 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა შიდა ჩეპიონატის ფინალური ტური “მან–სან–კანში” (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი).

ფინალურ ტურში მონაწილეობდა თსსუ–ის სტუდენტების მიერ დაკომპლექტებული 4 გუნდი:

     

ჩემპიონატში მონაწილეობდა სტუმრის სტატუსის მქონე კიდევ ერთი გუნდი – „სოციოპათები“ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის გუნდი – „მგლანდი“.

გუნდებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, ყოფილი „მან–სან–კანელი“ და ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის მოწვეული სპეციალისტი  მინდია ბუცხრიკიძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ დიაკონიძე, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე, თსსუ–ის გუნდ „კოზა–ნოსტრას“ ყოფილი კაპიტანი გიგა ტაბიძე, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ მახვილაძე.