2013 წლის 23 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებითა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ივანე თარხნიშვილის საზოგადოების დაარსებისადმი მიძღვნილი „სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია“.
კონფერენცია გახსნა ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა გიორგი ფოჩხუა.
კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, რომელთა შორის გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი.
საუკეთესო მოხსენებად მიჩნეულ იქნა:
ჟიურის საპატიო წევრებად მოწვეული იყვნენ:
კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ნაშრომებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზები.
24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსში, კლინიკური უნარ-ჩვევების კათედრაზე, პროფესორ ზურაბ კაკაბაძის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისათვის ჩატარდა ვორკშოფი - ექსპერიმენტულ ქირურგიასა და მორფოლოგიურ კვლევაში.
პროფესორმა, ზურაბ კაკაბაძემ სტუდენტებს დაათვალიერებინა კათედრა, აჩვენა კათედრაზე არსებული ინვენტარი (მოწყობილობა-დანადგარები), აუხსნა მათი ფუნქციონირების მექანიზმები და გამოყენების წესები, ჩაუტარა მოკლე სემინარი ღეროვან უჯრედებზე და მათი აღების ტექნოლოგიებზე.
ასევე, სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი წინასაოპერაციო მომზადებასა და ხელების ქირურგიული წესით დაბანაში, დაათვალიერებინა მორფოლოგიური სურათები ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით.
პრაქტიკული სამუშაოს დასკვნით ნაწილში, მისივე ზედამხედველობით, სტუდენტებმა დამოუკიდებლად განახორციელეს ექსპერიმენტული ცხოველის (ვირთაგვა) ქირურგიული ოპერაცია, მუცლის ღრუს შემდგომი რევიზიით.