“ევრომედიკა ჰანოვერი 2013”

2013 წლის 3-10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის  პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია დგებუაძე, ევროპის სამეცნიერო საზოგადოების მიერ  მიწვეული იყო ჰანოვერში (გერმანია) ამავე საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის. პროფესორმა მაია დგებუაძემ კონგრესზე „ევრომედიკა ჰანოვერი 2013“, სექციაზე “კლინიკური მორფოლოგია და ციტოლოგია”, რომლის სპიკერიც თავად იყო, წარმოადგინა მოხსენება თემაზე – “სეფსისის ზოგიერთი ასპექტი პედიატრიულ კლინიკასა და ექსპერიმენტში”.

იგი ასევე მონაწილეობდა გერმანელი პროფესორების მიერ ორგანიზებულ სემინარებში და აიღო შესაბამისი სერტიფიკატები. აღსანიშნავია, რომ პროფესორ მაია დგებუაძეს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმო ვითარებაში გადაეცა რობერტ კოხის დიპლომი.