,,ახალგაზრდული ფორუმი –2013“

2013 წლის 7-9 ივნისს,  საქართველოს პარლამენტში გაიმართა ,,ახალგაზრდული ფორუმი 2013“, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების  და ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები, ასევე უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან, პარლამენტის და კომიტეტების აპარატის ხელმძღვანელობასთან. პროექტის დასკვნით ნაწილში ჩატარდა იმიტირებული საპარლამენტო სხდომა: კომიტეტების მოხსენებებით, პრეზენტაციებით, საკანონმდებლო ინიციატივებით.

ჟიურიმ  საუკეთესო  გუნდური შეფასება მისცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი და თვითმმართველობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის თავმჯდომარე   თეა ბაქრაძე.