“TUSK”-ის ელექტრონული მართვის სისტემა სამედიცინო განათლებაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (ატლანტა, აშშ) დეკანის მოადგილის, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდის პრეზენტაცია

2013 წლის 20 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა პროექტ  “TUSK”-ის ელექტრონული მართვის სისტემა სამედიცინო განათლებაში პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა თსსუ–ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. პრეზენტაცია წარმოადგინა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (ატლანტა, აშშ) დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

“TUSK” – არის ტაფტის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ელექტრონული მართვის სისტემა სამედიცინო  განათლებაში, რომელიც გულისხმობს: კურიკულუმის  ელექტრონულ მართვას, ონლაინ სწავლების თანამედროვე სისტემებს, სწავლებისა და შეფასებების თანამედროვე ელექტრონულ მართვას.

პრეზენტაციის განმავლობაში პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა აუდიტორიას გაუზიარა ემორის უნივერსიტეტის გამოცდილება კურიკულუმის ელექტრონულად მართვაში.

პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.