„სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის“ XIX ყოველწლიური საერთაშორისო შეხვედრა პარიზში (საფრანგეთი)

2013 წლის 11–16 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის  ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პარიზში (საფრანგეთი) „სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის“ XIX  ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრაზე.

პროფესორმა ირმა მანჯავიძემ საერთაშორისო საგანმანათლებლო ტრიბუნაზე წარმოადგინა მოხსენება „ჰიბრიდული სტიმულატორების დანერგვა, როგორც კლინიკური უნარ–ჩვევების სწავლების განვითარებისა და შეფასების ეფექტური მეთოდი“.

საერთაშორისო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოში წამყვანი ფირმების პროდუქცია, სიმულატორები, მანეკენები, ულტრა–ბგერითი კვლევისა და საოპერაციო სტიმულატორები.

შეხვედრის პარალელურად ჩატარდა ტრენინგები:

„სიმულატორებზე დაფუძნებული ოსკის გამოცდების მომზადება და ჩატარება“ –  მაიამის უნივერსიტეტის მილერის სამედიცინო სკოლის გორდონოს კვლევისა და სამედიცინო განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე როსს სკალესი (აშშ);

„თანამედროვე სიმულაციური ცენტრის ტექნოლოგიები“ – ტუბინგენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის „ტუფასს“ ხელმძღვანელი ერიკ სტრიკერი (გერმანია).

     

„სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის“ XIX  ყოველწლიური საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები გამართა სამედიცინო სიმულატორებისა და მანეკენების მსოფლიოს წამყვანი ფირმების წარმომადგენლებთან:  „KYOTO KAGAKU“-ს პრეზიდენტთან ტამოტსუ კატაიამასთან, „Laerdeal“-ის გაყიდვების და მარკეტინგის მომსახურების ხელმძღვანელთან ჯუერგენ ტიმერმანნთან, „Lims and Things“-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერთან ლი ჯონსონთან და „Gaumar“–ის ევროპის რეგიონალური ცენტრის გაყიდვების მენეჯერთან დეილ გაიედდთან. მათ გადაეცათ საუნივერსიტეტო ბროშურა და თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის შესახებ ბუკლეტები. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ  „სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის“ ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრებზე, ტრენინგებსა და სემინარებზე მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და ფირმების თანამედროვე მიღწევები და გამოცდილება აღნიშნულ დარგში.