სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკა მედიცინაში“

2013 წლის 14 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის „ცისფერ დარბაზში“,  სამედიცინი ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მეოთხე ყოველწლიური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკა მედიცინაში“.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ჯანჯღავა.

კონფერენციაზე თსსუ–ის სტუდენტებმა, როგორც ქართულენოვანი, ასევე  უცხოენოვანი ჯგუფებიდან,  წარადგინეს  მოხსენება-პრეზენტაციები და სტენდური მასალები.  ღონისძიების დასკვნით ნაწილში  მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.