ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი–სი“–ს წარმომადგენლების ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტში

2013   წლის 21  ივნისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სხდომათა  დარბაზში ფარმაცევტული  კომპანია  „ჯი–პი–სი“–ს  ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერმა ნათია უბილავამ და ტრენინგ–ცენტრის კოორდინატორმა დავით კაიშაურმა ჩაატარეს კომპანიის „სტუდენტური  დასაქმებისა  და სტაჟირების  პროგრამის“  პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიის ისტორია, საქმიანობის  მიმართულებები  და  კომპანიაში კარიერის შექმნის შესაძლებლობები.

შეხვედრას  ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.

პროგრამის   ფარგლებში  ფარმაციის ფაკულტეტის   სტუდენტები  გაივლიან  ერთთვიან  ანაზღაურებად  სტაჟირებას, რომლის დასრულების შემდგომ, დასაქმდებიან კომპანიის  სააფთიაქო  ქსელში.

ფარმაციის ფაკულტეტის გარდა, პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა  აქვთ  მედიცინისა  და   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც დასაქმდებიან კომპანიაში სხვადასხვა  პოზიციებზე, მათ შორის დედაქალაქისა და რეგიონების  „ჯი–პი–სი“–ს ექსპრეს–კლინიკებში.

კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა,  რომ ჩაერთოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამის განხორციელებაში და მიიღოს ფარმაციის ფაკულტეტის III  კურსის  სტუდენტები,  რათა  გაიარონ   2  კვირიანი სტაჟირება კომპანიის  სააფთიაქო  ქსელში.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებთან დაისახა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.