სტუდენტთა 81-ე სამეცნიერო - კვლევითი კონფერენცია

2019 წლის 15 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით  ტექნოპარკში სტუდენტთა 81-ე სამეცნიერო - კვლევითი კონფერენცია (ასკლეპიოსი) გაიმართება. 

კონფერენციაში მონაწილე ნაშრომები დაიბეჭდება ივანე თახნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამცნიერო საზოგადოების ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში;

კონფერენციაზე გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომები !

კონფერენციაში მონაწილობის პირობები:

1. მონაწილეობა შეუძლიათ: ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზ.ჯანდაცვის, სტომატოლოგის, ფარმაციის და ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს)

2. მოხსენების ფორმა: ზეპირი

3. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

4. კონფერენცია გაიმართება 15 ნოემბერს [2019 წელი]

5. ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;

6. თანაავტორთა რაოდენობა (ავტორის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ოთხსს, ხოლო სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელის რაოდენობა ორს: 

7. ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ კვლევას! 

8. კონფერენციაზე წამოდგენილი შრომა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული;

9. საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია აწარმოოს კონფერენციის მასალათა ლეგალური დუბლიკაცია, ედიტორული ცვლილებების შეტანის გარეშე (ავტორთან შეუთანხმებლად);

10 თემების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი

თეზისის გაფორმების წესი: 

• ავტორის და თანაავტორთა გვარები და სახელები იწერება სრულად;

• სათაური უნდა იყოს გარკვევით ფორმულირებული, არ უნდა მოიცავდეს 15 სიტყვაზე მეტს;

• უნდა მიეთითოს ნაშრომის შესრულების დაწესებულება (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი), დაწესებულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელი სახელი გვარი (სრულად), მათი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი (სრულად);

თეზისი უნდა მოიცავდეს:

1. პრობლემის აღწერას;

2. მეთოდოლოგიას;

3. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს;

4. დასკვნებს;

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Microsoft PowerPoint 2013-2016-ში) ან პოსტერის სახით (A1 ზომის, ციფრული).

რეგლამენტი:

• სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისთვის და დისკუსიისთვის;

• პოსტერული მოხსენებისათვის 3 წუთი 

• გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:

https://forms.gle/72QZ8CwvQvGbQ2wD6

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 405 ოთახი.

Email: tsmu.scientific@gmail.com

Facebook: sss.tsmu

555 631 404 ლევან ცაგურია [პრეზიდენტი]

558 730 570 მარიამ ქალებაშვილი [გენ. მდივანი]

558 100 725 ბესიკ ცინცაძე [ვიცე-პრეზიდენტი]

598 104 064 ნიკა თარგალაძე [ვიცე-პრეზიდენტი]

მის: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული შენობა ,,საბჭოების დარბაზი".

გისურვებთ წარმატებებს!

ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება