ახალი ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 26 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის“.

პრეზენტაცია წარმოადგინა EIFL (საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ელექტრონული ბიბლიოთეკების მეშვეობით ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის განვითარება) მონაცემთა ბაზების კოორდინატორმა საქართველოში  თამარ ხახუტაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, რომელთაც საშუალება  მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ახალი ელექტრონული ბაზების წვდომის შესახებ, რაც გულისხმობს საინფორმაციო საშუალებების გამოყენების უფლებასა და  ელექტრონული რესურსებიდან ელექტრონული სახელმძღვანელოების გადმოწერის შესაძლებლობას.