სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა განვითარება, კვება და ჰიგიენა“

2013 წლის 29 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის „სადისერტაციო დარბაზში“  ჩატარდა ტრადიციული სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა განვითარება, კვება და ჰიგიენა“.

კონფერენციის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება და საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, ფონდი “სიჯანსაღე”.

კონფერენციაზე  წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

–        „ჩვილი ბავშვის ხელოვნური კვება – თანამედროვე ტენდენციები“ – პროფესორი  ყარამან ფაღავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება;

–        „პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის უახლესი საშუალებები“ –პროფესორი მანანა ივერიელი, აპ. ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი;

–         „ბავშვის კანის მოვლის უახლესი საშუალებები“ – პროფესორი გიორგი თვალიაშვილი, კანისა და ვენ–სნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი;

–        „სათამაშოს როლი ბავშვთა ფსიქო–სოციალურ ადაპტაციაში“ – პროფესორი შალვა ზარნაძე – კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი; პროფესორი - ირინა ზარნაძე, თსსუ-ს ჯანდაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის დეპარტამენტი.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.