შეხვედრა თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს დელეგაციასთან

2013 წლის 1 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს დელეგაციას.

შეხვედრას  ქართული მხრიდან ესწრებოდნენ:  თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.  

შეხვედრას თურქეთის მხრიდან ესწრებოდნენ: თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი მეჰმედ ალი ექტასარაჯი და საბჭოს წევრები: პროფესორი დურმეშ გუნაი, პროფესორი მეჰმედ შიშმანი, საბჭოს განყოფილების უფროსი, პროფესორი სერფილ აითექინი, შეხვედრის ორგანიზატორი – საქართველოს თურქეთის საელჩოს განათლების სამრჩევლოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ელჩის მეორე მდივანი მეჰმეთ იალჩინი, განათლების სამრჩევლოს უფროსის თანაშემწე თამარ ქავთარაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, სტუდენტთა და  რეზიდენტთა გაცვლითი პროგრამები. გამოითქვა სურვილი თურქი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაზე საქართველოში.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი, სასწავლო კორპუსები და ბიბლიოთეკა.