სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭო

2019 წლის 26 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე ჩატარდება სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭო.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, 1 სართული, ოთახი 122

დღის წესრიგი:

1.თსსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრებად დამტკიცების შესახებ (მომხს. სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ა. კაკაბაძე);

2. 2019-2020 სასწავლო წელს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტების I სემესტრში ჩარიცხვის შედეგები და მათი  რაოდენობა ფაკულტეტზე (მომხს. სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოც. პროფესორი ნ. ყიფიანი);

3. დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) დამტკიცება (მომხს. პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი დეა ვადაჭკორია);

4. სტომატოლოგიის ფაკულტეტის ლოგოს წარდგენა და დამტკიცება (მომხს. სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ს. მღებრიშვილი);

5. სხვადასხვა.