სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს სხდომის

დღის წესრიგი

 2 ოქტომბერი 2019 წელი

16:00 სთ

1. დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის (რუსული) დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლეილა აწყვერელი).

2. დიპლომირებული სტომატოლოგის საგანამანათლებლო პროგრამის (ინგლისური) დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დეა ვადაჭკორია). 

3. „ქართული, როგორც მეორე ენა, საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი დარეჯან კუხიანიძე). 

4. თამაზ ლობჟანიძისა და ივანე ჩხაიძის ნაშრომის „რესპირაციული მედიცინის რჩეული საკითხები“ ეროვნულ პრემიაზე წარდგენის შესახებ (მომხს. - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე). 

5. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის პროგრამებზე   2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების განხილვა (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე). 

6. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური და კლინიკური აქტივობის შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე).  

7. ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინური განხილვა თსსუ - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მომხს. - ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე).

8. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეული (სტუმარი) პროფესორის (Visiting Professor) სტატუსის მინიჭების წესში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - იურიდიული სამსახურის უფროსი მზია დუნდუა).

9. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაირა ჭაბაშვილისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ (მომხს. - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია). 

10. სადოქტორო კვლევის პროგრამების „ვიტამინ D-ს გავლენა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის და ნერვული სისტემის განვითარებაზე ბავშვთა ასაკში“ და „მძიმე მეტალების მნიშვნელობა სხვადასხვა ნეირომოტორული დარღვევების განვითარებაში ბავშვთა და მოზარდთა  ასაკში“ დამტკიცების შესახებ (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).

სხვადასხვა: