ინდოეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2013 წლის  15 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა   დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი  ევრაზიის რეგიონში აჯაი ბისარია,  ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება სურეშ ბაბუ,  ინდოეთის ელჩის  პირველი მდივანი პანკაჯ საქსენა, ატაშე ტ. რამეში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის პირველი მდივანი ლევან მაჭავარიანი.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრაზე რექტორმა სტუმრებს  გააცნო უნივერსიტეტის ტრადიციები, ასევე  ისაუბრა  უნივერსიტეტის კავშირებზე უცხოეთის წამყვან  უნივერსიტეტებთან და მის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ  პროექტებზე. 

ქართულმა მხარემ ისაუბრა  ინდოელი სტუდენტების სწავლების  საკითხებზე, მათ ჩართულობაზე სხვადასხვა  სასწავლო პროექტებსა და კულტურულ ღონისძიებებში.

შეხვედრაზე  დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის და ურთიერთობის საკითხები.

ვიზიტის შემდგომ, დელეგაციის  წევრები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებს.