თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორის ლაშა მსხილაძის ვიზიტი ბელგიაში

2013 წლის15 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო–კვლევითი და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი ლაშა მსხილაძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ ლიეჟის (ბელგია) უნივერსიტეტის  ფარმაციის დეპარტამენტის ფარმაკოგნოზიის და ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში.  პროფესორმა ლაშა მსხილაძემ მონაწილეობა მიიღო ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში. აღნიშნული კვლევების შედეგებმა დისკუსია გამოიწვია  პროფესიული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ–სა და ლიეჟეს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

მივლინების პერიოდში, პროფესორმა ლაშა მსხილაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, რომელიც 2013 წლის 22–24 მაისს გაიმართა ქ. ბრიუსელში.