თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლების ვიზიტი ბაქოში (აზერბაიჯანი)

2013 წლის 28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტები: ნინო კანდელაკი და  ნათია კვიჟინაძე თსსუ–ის პარტნიორი სტუდენტების მომზიდავი კომპანია NOVRUZ-AZ–ის  მიწვევით მივლინებით  იმყოფებოდნენ ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი).

ვიზიტის მიზანი იყო,  თსსუ–ის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე მოქმედ რუსულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველი  აზერბაიჯანელი მოქალაქეების შერჩევა და მათთან შესაბამის უცხო ენაზე გასაუბრების ჩატარება.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები გაესაუბრნენ დაინტერესებულ სტუდენტებს და მათ მშობლებს თსსუ–ში სწავლების პირობებისა და მოთხოვნების შესახებ. მათი ინტერესი ძირითადად გამოიხატა რუსულენოვანი მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე მოქმედი რუსული პროგრამის მიმართ. მომავალ აბიტურიენტებს ჩაუტარდათ გასაუბრება რუსულ ენაში და შემოწმდა მათი დოკუმენტაცია.

ვიზიტის განმავლობაში თსსუ–ის დელეგაცია ეწვია პარტნიორ ბაქოს სამედიცინო უნივერსიტეტს. პროფესორი ია ავალიანი შეხვდა თავის  კოლეგას, პროფესორ რაჰიმა გაბულოვას. მათ ისაუბრეს ურთიერთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, მათ შორის, ერასმუს მუნდუსის პროექტ MEDEA–ს ფარგლებში.