სემინარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების–საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებზე

2013 წლის 14-16 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ მონაწილეობა მიიღეს გუდაურში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გამართულ  სემინარში, რომელიც  ეძღვნებოდა   საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებს.

აღნიშნულ სემინარზე მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა, ტემპუსის პროექტის  ,,MUMEENA" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა, საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების, აგრეთვე რუსთაველის ფონდისა და ტემპუსის ოფისის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

 სემინარზე განხილული იქნა შემდეგი თემები:

 სემინარის მონაწილეებს, ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თავისი გამოცდილება გაუზიარა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა ნიკლაუს ლარგიერმა.