საზაფხულო სტაჟირება პლევენის (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის აგვისტოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IV-VI კურსის ცხრა სტუდენტმა  საზაფხულო სტაჟირება გაიარა  ბულგარეთში, პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ჯგუფის ხელმძღვანელი, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე).

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა კურაციული პრინციპით სტაჟირება გაიარეს პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის შვიდი სხვადასხვა მიმართულებით: ჰემატოლოგია, პულმონოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ერთვებოდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებსა და ქირურგიულ ოპერაციაში.

ვიზიტის დასასრულს პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასა ქართველი სტუდენტების პროფესიული მომზადების დონე და გამოთქვა სურვილი მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო პროექტების განხორციელებისათვის.