2019 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან გერმანიის ქ. დუისბურგის ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი და თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავენ.
ლექციების განრიგი:
28 ოქტომბერი
• 14:00 – 15:00 საათი - “ფრონტალური კბილების ტრავმა - კლასიფიკაცია და მკურნალობის მეთოდები “ - პროფესორი ვიქტორ ვაილერტი;
• 15:00 – 16:30 საათი - „ ყბა-სახის მიდამოს მოტეხილობები”- პროფესორი ჰელმუტ ზიბერი.
ლექცია ითარგმნება ქართულად.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ვაჟა–ფშაველას N33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „საბჭოების დარბაზი“.