თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების რეზიდენტების/მაგისტრანტების და დოქტორანტების საყურადღებოდ!

,,ერაზმუს +’’ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ჩესტერის უნივერსიტეტში (University of Chester), დიდი ბრიტანეთი.

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე.

მობილობის დასაწყისი,  2020 წლის იანვარი. მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და  ყოველთვიური სტიპენდია).

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება შესარჩევ  კომისიასთან (თსსუ-ის ერაზმუს + კოორდინატორი  და თბილისის სახელწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) და სკაიპ-გასაუბრება  ჩესტერის  უნივერსიტეტის ერაზმუს+ პროგრამის აკადემიურ კოორდინატორ პროფესორ ჯონ უილიამსთან  .

დაინტერესებული  პირები,   2019 წლის 14 ნოემბერს   16:00 სთ–ზე,  გასაუბრებაზე უნდა მობრძანდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის 418 ოთახში;

სააპლიკაციო  დოკუმენტაციის  ჩამონათვალი:

1. პასპორტის  ასლი;

2. ცნობა რეზიდენტის/ მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);

3. CV( ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);

4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

5. ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (IELTS, ჯამური ქულა არანაკლებ  6.5, ცალკეულ კომპონენტში შეფასება - სულ მცირე 5,5).