საზაფხულო სტაჟირება რიზეში (თურქეთი) რეჯიფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკაში (თურქეთი)

2013 წლის 26 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV-V კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების  სტუდენტებმა  საზაფხულო სტაჟირება გაიარეს რეჯიფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკაში (რიზე, თურქეთი). ჯგუფის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების სპეციალიტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მზია წიკლაური.   

სტუდენტებმა კურაციული პრინციპით სტაჟირება გაიარეს რეჯიფ  თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის შემდეგ დეპარტამენტებში: ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, ქირურგიული, რადიოლოგიური, ნერვოლოგიური და მიმღებ განყოფილებში. სტუდენტები, ასევე ყოველდღიურად ესწრებოდნენ კლინიკაში პროფესორთა შემოვლებს, მონაწილეობას იღებდნენ ოპერაციებში, ასრულებდნენ სამედიცინო დოკუმენტაციას ინგლისურ ენაზე, ასევე ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ პარაკლინიკურ გამოკვლევებში.

ვიზიტის დასასრულს რეჯიფ თაიფ ერდოღანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასა ქართველი სტუდენტების პროფესიული მომზადების დონე და გამოთქვა სურვილი მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო პროექტების განხორციელებისათვის.