საჯარო დისკუსია თემაზე- ნივთიერებადამოკიდებულების, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია

2019 წლის 28 ოქტომბერს 15:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტ ,,ნივთიერებადამოკიდებულების, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის“   ფარგლებში ჩატარდება საჯარო დისკუსია.

ღონისძიების ინიციატორია -  ფონდი  ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში -თბილისი“, ხოლო მხარდამჭერი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N 33, თსსუ-ის პირველი სასწავლო კორუსი, ბიბლიოთეკის ,,ცისფერი დარბაზი“.