2019 წლის 1 ნოემბერს 16:00 საათზე, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, გაიმართება ვებინარი ელსევიერის ბაზების Scopus, Science Direct და Scival Fiunding (Funding Institutional)- ის მოხმარებასთან დაკავშირებით. ვებინარი მიზნად ისახავს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.