სემინარი – „ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიასა და ნეიროპათოლოგიაში“

2013 წლის 12-14 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა „საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის“ და „პათოლოგიის საერთაშორისო აკადემიის“ ქართული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული სემინარი – „ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიასა და ნეიროპათოლოგიაში“. 

სემინარი გახსნა თსსუ–ის პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა გიორგი ბურკაძემ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას მიესალმნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და თსსუ–ის პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ჩიხლაძე.   

სემინარი ჩაატარა „პათოლოგთა საერთაშორისო აკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტმა  ჯორჯ კონტოგეორგოსმა (საბერძნეთი), რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა შემდეგი ლექციები:

ღონისძიების დასკვნით  დღეს გაიმართა  სლაიდ სემინარი, რომელიც მიეძღვნა საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვას.