თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013/2014 სასწავლო წელი დევიზით - „ტრადიციებით მომავლისაკენ!“ საზეიმოდ გაიხსნა

2013 წლის 16 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013/2014 სასწავლო წელი დაიწყო. სამედიცინო ქალაქის ეზოში შეკრებილ ათასობით სტუდენტს გულთბილად მიესალმა და სწავლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ:

 
 

საზეიმო ცერემონიალზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ საზეიმო ვითარებაში  დააჯილდოვა ათი ყველაზე რეიტინგული პირველკურსელი. სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ  სასწავლო სახელმძღვანელოები. 

 

ახალი სასწავლო წლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში (16–27 სექტემბერი) წაიკითხავენ ლექციებს თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

 

ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, პირველკურსელებს 2013/2014 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის ხუთივე  ფაკულტეტის დეკანმა. ასევე, საპრეზენტაციო შეხვედრა ჩაატარეს თსსუ–ის უცხოური სასწავლო პროგრამების: ქართულ–ამერიკული – „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ და ქართულ–ფრანგული – "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის"  ხელმძღვანელებმა.

   
   
   

თსსუ–ის ყველა პირველკურსელს დაურიგდა: საკოორდინაციო–საინფორმაციო გზამკვლევი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია თსსუ–ის სტრუქტურული და   ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ,  ახალი სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეულის პროგრამა, თსსუ-ის “სამედიცინო გაზეთის” 2013 წლის სექტემბრის ნომერი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პარტნიორობის ფარგლებში ეწვევიან და ლექციებს წაიკითხავენ შემდეგი პროფესორები:

16–19 სექტემბერი:

23–27 სექტემბერი:

ულრიხ მარტინითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ასევე, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ლექციებს წაიკითხავს ლაიბნიცის (გერმანია) ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ორგანოების კვლევითი ლაბორატორიის (LEBAO), კარდიოთორაკალური დეპარტამენტის – ტრანსპლანტაციისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის (REBIRTH), ჰანოვერის რეგენერაციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო სკოლის პროფესორი და ხელმძღვანელი.