ერეკლე ექვთიმიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2019 წლის 29 ნოემბერს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება ერეკლე ექვთიმიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „თავის ტვინის ვილიზიის წრის უკანა ნაწილის სისხლძარღვების პარკისებური ანევრიზმების ენდოვასკულური მკურნალობა არსებული ინტრაკრანიული ჰემორაგიის ფონზე“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიორგი ინგოროყვა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 

ექსპერტები: შოთა ინგოროყვა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; ზაური ნონიკაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი;  გრიგოლ ნემსაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.