უცხოელი პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 16–18 სექტემბერს, 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ  დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები.

უცხოელმა კოლეგებმა, საუნივერსიტეტო კლინიკებსა და უნივერსიტეტის აუდიტორიებში, თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალკურსელი სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები  შემდეგ  თემებზე:

       

17 სექტემბერი:

„ჰაერის დაბინძურება და ბავშვთა რესპირატორული ჯანმრთელობა“ –  პროფესორი იანზეიდა,   სამედიცინო სკოლის დეკანი, სილეზია  (პოლონეთი) – ლექცია ჩატარდა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

„ახალი მიდგომები პირველადი გლომერულოპათიის მკურნალობაში“ –  პროფესორი ფილიპ გრიმბერტი,  ნეფროლოგიის (ტრანსპლანტოლოგიის), ბიოთერაპიის კვლევითი კლინიკის კოორდინატორი, ჰენრი მონდორის ჰოსპიტალი  (საფრანგეთი) – ლექცია ჩატარდა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკაში“

„რეგულატორული T უჯრედების როლი იმუნურ ტოლერანტობაში“ –  პროფესორი ჟოზე კოენი, ბიოთერაპიის  კლინიკური კვლევების ცენტრის INSERM U955 უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი, ტრანსპლანტაციური ლაბორატორიის  ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, მონდორის ჰოსპიტალი (საფრანგეთი) – ლექცია ჩატარდა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკაში“;

„კბილების პირდაპირი რესტავრაციის თანამედროვე მიდგომები“  –  დოქტორი ნიკოლას ჰოდსონი, სტომატოლოგიის ინსტიტუტი – რეკონსტრუქციული (აღდგენითი) სტომატოლოგია, ლიდსი (დიდი ბრიტანეთი) – ლექცია ჩატარდა თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში  

       

18 სექტემბერი:

„გარემოს ჯანმრთელობა – დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა – დეფინიცია, ფუნქციები და პრევენცია“ – პროფესორი იან ზეიდა,  სამედიცინო სკოლის დეკანი, სილეზია (პოლონეთი) – ლექცია ჩატარდა თსსუ–ის პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის აუდიტორიაში

„ტრანსპლანტატის მწვავე მოცილება“ – პროფესორი ფილიპ გრიმბერტი, ნეფროლოგიის (ტრანსპლანტოლოგიის), ბიოთერაპიის კვლევითი კლინიკის კოორდინატორი, ჰენრი მონდორის ჰოსპიტალი, პარიზი (საფრანგეთი) – ლექცია ჩატარდა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკაში“

„რეგულატორული T უჯრედების როლი იმუნურ ტოლერანტობაში“ –   პროფესორი ჟოზე კოენი, ბიოთერაპიის  კლინიკური კვლევების ცენტრის INSERM U955 უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი, ტრანსპლანტაციური ლაბორატორიიის  ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, მონდორის ჰოსპიტალი (საფრანგეთი) – ლექცია ჩატარდა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკაში

„არაკარიესული დაზიანებების რეკონსტრუქცია“  – დოქტორი ნიკოლას ჰოდსონი, სტომატოლოგიის ინსტიტუტი, რეკონსტრუქციული (აღდგენითი) სტომატოლოგია, ლიდსი (დიდი ბრიტანეთი) – ლექცია ჩატარდა თსსუ–ის „აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში“

     
     

ლექციების დასრულებისას უცხოელმა პროფესორებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა იმ უახლესი სასწავლო პროგრამებითა  და ტექნოლოგიებით, რომელიც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად ინერგებოდა ცენტრში.

     

ვიზიტის დასასრულს, ევროპელი კოლეგები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელმაც გულითადი მადლობა გადაუხადა პროფესორებს  ჩატარებული ლექციებისა და პარტნიორობისთვის.

ტრადიციისამებრ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მომავალშიც გაგრძელდება.