2019 წლის 27 ნოემბერს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერეციო დარბაზში შედგება ირმა კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „კამელინით პაროდონტიტის მკურნალობის კლინიკური და პარაკლინიკური ასპექტები“ საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ბორის კორსანტია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მზია ბაქრაძე – მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები: ლალი ჯაში – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; თინათინ ჩიქოვანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თამარ შიშნიაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.