თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები

2013 წლის 16 სექტემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი  სტუდენტური კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობდნენ: მომღერალი სოფო ბედია და ახალგაზრდული ბენდები: "Readioactive" (თსსუ–ის სტუდენტური ბენდი) და "Melou".

     

ამავე დღეს, უცხოელი სტუმრებისთვის, თსსუ–ის III სასწავლო კორპუსის "წითელ დარბაზში", თსსუ–ს სპორტისა და ხელოვნების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი, სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "ვეგა", კლასიკური მუსიკის ჯგუფის წევრები, ტრადიციული მუსიკის ანსამბლი "დეკა", თსსუ–ის უცხოელი სტუდენტი ტიშერა გლაზგო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უცხოელი პროფესორები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.