„თბილისის მერიის ბიგ–ბენდის“ საზეიმო კონცერტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 18 სექტემბერს, 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თსსუ–ის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ ჩატარდა „თბილისის მერიის ბიგ–ბენდის“ საზეიმო კონცერტი.

მონაწილეობდნენ: მარი პავლიაშვილი, ბორის ბედია, მარიკო ებრალიძე, დავით შავგულიძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უცხოელი სტუმრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.