საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში „ Proposal Writing Camp” გაიმართება.

2019 წლის 18-20 ნოემბერს ევროკომისიისა და გერმანიის საჰაერო სივრცის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება სამდღიანი სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში „ Proposal Writing Camp”.

სემინარის ჩატარება მიზნად ისახავს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-სა და ევროპული კვლევების სივრცეში წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას. 

ღონისძიება განკუთვნილია მკვლევარებისა და ინოვაციის სფეროში მომუშავე პირებისათვის, რომლებიც „ჰორიზონტი  2020-ის“ კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ. კონსულტაციების მიზანია საპროექტო განაცხადების მომზადების, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პარტნიორების შერჩევის და საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის მიმართულებით სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება მონაწილეთათვის. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება ევროკავშირის პროგრამის მიმდინარე კონკურსებს, ასევე, პრაქტიკულ რჩევებს კონკურსის ტექსტის უკეთ გააზრებისა და გაშიფვრის თაობაზე. მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ განაცხადის შინაარსისა და სტრუქტურის შესახებ, ასევე, შეფასების კრიტერიუმებსა და კონსორციუმის ჩამოყალიბების თაობაზე. 

სემინარში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა  2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა აღნიშნულ ვებ-გვერდზე: https://h2020-proposal-writing-camp-georgia-armenia.service-facility.eu . შევსებული სარეგისტრაციო ფორმების საფუძველზე მოხდება მონაწილეთა შერჩევა.  სამუშაო ენა - ინგლისური ( B2 დონე).


დაგეგმილი ღონისძიების დღის წესრიგი