სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს სხდომის
დღის წესრიგი
18 ნოემბერი 2019 წელი
15:00 სთ
1. ინფორმაცია პროგრამული აკრედიტაციის მიმდინარეობის შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე).
2. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარსადგენი პროგრამების კონტინგენტისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დამტკიცების შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე).
3. ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინური განხილვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მომხს. - ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე).
4. ინფორმაცია გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროში, გერმანიის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაციისა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ერთობლივი პროექტის განხილვის თაობაზე (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი ).
5. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ (მომხს. -კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე)
6. ელი მაგენისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიზიტიორი (Visiting Professor) პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ (მომხს. - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი).
7. სადოქტორო კვლევის პროგრამების: ა) „ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის, მეტაბოლიზმის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების შესწავლა მაიონიზებელი დასხივების დროს და გამოვლენილი დარღვევების კორექცია ანტიოქსიდანტების მეშვეობით“; ბ) „პროსტატის კიბოს ვერიფიკაციის ალგორითმი ინფრაწითელი სხივების და კვლევის პათომორფოლოგიური მეთოდების გამოყენებით“ დამტკიცება (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).
სხვადასხვა: