„ახალგაზრდა პოეტებისა და მომღერლების შემოქმედებითი საღამო“

2013  წლის 19 სექტემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“, სტუდენტური თვითმმართველობის  ორგანიზებით  ჩატარდა „ახალგაზრდა პოეტებისა და მომღერლების შემოქმედებითი საღამო”.

მონაწილეობდნენ: გიორგი მოსიაშვილი, ედუარდ უგულავა, ნათია ჯანაშია.  საღამო მუსიკალურად გააფორმეს: ნინა ბაშარულმა, დათო ნეფარიძემ, ემზარ იორამაშვილმა.

შემოქმედებითმა საღამომ დიდი მოწონება დაიმსახურა სტუდენტებში.