ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ 2021 წელს დაფინანსებული ერაზმუს +ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტში (ბერლინი, გერმანია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის V-VI სემესტრის სტუდენტებს.
მობილობის ხანგრძლივობა: 2 თვე;
მობილობის დასაწყისი, 2021 წლის მაისი; მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება მოხდება ერაზმუს+ - ის კოორდინატორის მიერ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით.
დაინტერესებული პირები, 2019 წლის 10 დეკემბერს 15:00 საათზე, გასაუბრებაზე უნდა მობრძანდნენ თსსუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის 204 ოთახში, უცხოური ენების ცენტრში.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• ნიშნების ამონაწერი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, B2- C 1 დონე (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე);
• CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით).