თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას – “ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2013 წლის 26 სექტემბერს, ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას  “ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი’’ შორის.

მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკების აკადემიური პერსონალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას გაუწევს უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და შემდგომი მკურნალობის მხრივ კონსულტაციას.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, 11-12 ოქტომბერს, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალის და ორგანიზაციის „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი’’ მიერ ბორჯომის რაიონის მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ადგილობრივი  გამგეობისა და პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა დუშეთში, რომლის დროსაც სპეციალისტების კონსულტაცია და სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდა
100–ზე მეტ ბავშვს.

ასევე, უახლოეს მომავალში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა და შემდგომი მკურნალობის განსაზღვრა დაგეგმილია ხაშურის რაიონშიც.