შეხვედრა მედიცინის სფეროში ევროკავშირის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლებთან

2013 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე შეხვდა ევროკავშირის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლებს: ბატონ იოჰანეს მაიერს – ვროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის მხარდაჭერით (TAIEX) ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი და ქალბატონ პავლოვეტა ლულევას –  ავსტრიის ეროვნული საკონტაქტო პირი ევროკავშირის გარემოს დაცვის სააგენტოში, ევროკავშირის ექსპერტი, ბულგარეთის გარემოს დაცვის სააგენტოს  მისიის წარმომადგენელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე, გარემოს ჯანმრთელობის და პროფესიული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე, თსსუ–ის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულების პროფესორი ირინა ზარნაძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე, გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მამუკა ჯიბუტი.

შეხვედრის განიხილეს საკითხები, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს პრევენციული მედიცინის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაზიარებასა და შესაბამის სამსახურებს შორის თანამშრომლობას.