თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”

3 დეკემბერს 16:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 29, მესამე სასწავლო კორპუსი ,,თეატრალური დარბაზი“) საზეიმოდ გაიხსნება თბილისის მოყვარულ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი”, რომელიც წელს მერვედ ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია, ხოლო მისი ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 7 ქართული და 2 უცხოური უნივერსიტეტის თეატრალური დასების სპექტაკლები. 

წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია!

ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში. 

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს 18:00 საათზე, ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან: თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, რეჟისორი გოგი თოდაძე, მსახიობები: ეკა მჟავანაძე,  ბაია დვალიშვილი,   დიმიტრი მერაბიშილი , სალომე შარვაძე, ანი ბებია და ილო ბეროშვილი და  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ირაკლი გვილავა.

ფესტივალის წამყვანები არიან მსახიობები მარიამ ჯოლოგუა  და  ბაჩო ჩაჩიბაია.

ფესტივალის პროგრამა

3 დეკემბერი, 16:10 სთ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, “არაჩვეულებრივად, ჩვეულებრივი ამბავი” ;

4  დეკემბერი, 16:00 სთ – საქართველოს უნივერსიტეტი (SEU), “დორიან გრეი” ;

5  დეკემბერი, 16:00 სთ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA, “რევიზორები”;

6  დეკემბერი,  16:00 სთ – თავისუფალი უნივერსიტეტი, “ალტონელი განდეგილები”;

7 დეკემბერი, 16:00 სთ - კავკასიის უნივერსიტეტი, "არალეგალები";

8  დეკემბერი, 16:00 სთ –  ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ART  ხელოვნება“;

9 დეკემბერი,  16:00 სთ - უნგრეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი “მოგვთა საჩუქარი”;

9 დეკემბერი, 17:00 სთ - პოლონეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, “ხელის თხოვნა ”.