2013 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: მთავარი ექიმი, თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი; თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი; თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი; დოქტორი, კარსტენ კრაბსი.
გერმანელმა კოლეგებმა, 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს, თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე:
30 სექტემბერი
თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, სხდომათა დარბაზი
პროფესორი ჰელმუტ ზიბერი:
– "პირის ღრუს ლორწოვანის და კიბოსწინარე დაავადებები“.
დოქტორი კარსტენ კრაბსი:
– "ადგილობრივი ანესთეზიები სტომატოლოგიაში“;
– "პრემედიკაცია ამბოლატორიულ მედიცინაში“.
პროფესორი ვიქტორ ვაილერტი:
– "ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარების თავისებურებანი სტომატოლოგიაში, ზედა და ქვედა ყბის ანატომია და ფიზიოლოგია";
– "სიბრძნის კბილები – დიაგნოსტიკა და მკურნალობა".
|
|
1 ოქტომბერი
თსსუ–ის გივი ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა
პროფესორი ანდრეას ჰამმახერი:
– "ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეები, ეტიოლოგია";
– "ზედა და ქვედა ყბის რეკონსტრუქციული ოპერაციები".
ლექციების პარალელურად
საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა შემდეგი სახის ოპერაციები:
– "საფეთქელი–ქვედა ყბის სახსრის ორმხრივი ანკილომის გამო ჩატარდა ორმხრივი ოსტეოტომია”;
– "ზედა ტუჩის ორმხრივი მთლიანი ნაპრალის გამო – ჰეილოპლასტიკა“
– "პირის მარცხენამხრივი განივი ნაპრალის მთლიანობის აღდგენა“
– "ზედა ტუჩის და სასის მთლიანი ორმხრივი ნაპრალის გამო სასაზე ოპერაციის შემდგომი დეფექტის დახურვა“
– "ზედა ტუჩის და სასის მთლიანი ნაპრალის ოპერაციის შემდგომი ზედა ტუჩის კარიბჭის შექმნა“
– "სასის მთლიანობის აღდგენა; პირის განივი ნაპრალის მთლიანობის აღდგენა”
ტრადიციულად, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში მომავალშიც გაგრძელდება.